Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ომი ისრაელში: “ჩვენ გადავრჩით, რადგან ფრენის დრო შეიცვალა” – მამა პანტელეიმონი ბერძენი მომლოცველების შესახებ წმინდა მიწაზე

თავს კარგად გრძნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სირენების ხმა ჯერ კიდევ ჟღერს 61 წევრისგან შემდგარ მომლოცველთა ჯგუფის ყურებში, რომლებიც გასულ კვირას ეწვივნენ წმინდა მიწას ფოდელის წმინდა პანტელეიმონის მონასტრიდან.

როგორც მამა პანტელეიმონ მუგუროსი, რომელიც ექსკურსიას ხელმძღვანელობდა, პრესასთან განმარტავს, მომლოცველთა ჯგუფი სასწაულის მომსწრე გახდა.

„გაგვიმართლა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვასწარით განგვეცადა მთელი ეს საშინელება, რომელიც ბოლო საათებში ვრცელდება ისრაელში. ჩვენს შემთხვევაში სირენების ხმა მაშინ გაისმა, როცა იერუსალიმი დავტოვეთ და აეროპორტისკენ მივდიოდით. არსებითად „სასწაული“ განვიცადეთ, რადგან ბოლო მომენტში გადავრჩით, ჩვენი რეისი შეიცვალა, ამიტომ გაცილებით ადრე წამოვედით, თორემ იძულებული გავხდებოდით პალესტინის ზოლში დავრჩენილიყავით. ჩვენი ფრენა თავდაპირველად შაბათს 15:00 საათზე იყო დაგეგმილი და აეროპორტში სამი საათით ადრე უნდა ვყოფილიყავით. ხუთშაბათიდან შეგვატყობინეს, რომ ფრენის დროის ცვლილება მოხდა, ამიტომ დილის 10 საათიდან აეროპორტში ვიყავით“, – ამბობს მამა პანტელეიმონი.

ის დასძენს: „ჩვენ ვიყავით ბეთლემში, იერუსალიმის საზღვრიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე. თუმცა გზაში, დაახლოებით დილის 9:15 წუთზე სირენების რეკვა დაიწყო და ყველაფერი დაიხურა. მთელი უკანა გზა გაოგნებულები ვიყავით. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელი იყო, ჩვენ ცაში რაკეტები დავინახეთ და გვეგონა, რომ ცეცხლს გაგვიხსნიდნენ. პალესტინელი ავტობუსის მძღოლისგან შევიტყვეთ რაც ხდებოდა. აეროპორტში მისვლისთანავე მივხვდით სიტუაციის სიმძიმეს, რადგან ცარიელი იყო და იქ მხოლოდ სამხედროები გადაადგილდებოდნენ და ავტომატები სხვადასხვა ადგილას გადაჰქონდათ“.

კრეტადან მომლოცველთა ჯგუფს თავშესაფარში ყოფნა მაინც მოუწია, რადგან პროცედურების დასრულებამდე ვერ შედიოდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე: „აეროპორტი სრულიად ცარიელი იყო და გვაინტერესებდა სად იყვნენ სხვა მგზავრები. ამის გამო აეროპორტში არ შეგვიშვეს და თავიდან გადაგვიყვანეს თავშესაფრებში, რომელიც ასევე სავსე იყო სხვა მგზავრებით. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან სხვა ჯგუფები იქ დარჩნენ. ერთი ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთსა და იმავე სასტუმროში დარჩა, ისევ იქ არის და მეორე, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში იერიხოში იყო წასული, ასევე იქ არის. თვითმფრინავში რომ ჩავსხედით, მხოლოდ ჩვენ ვიყავით 61 მგზავრი და 4 სხვა. ყველაფერზე ვფიქრობდით და ვიმედოვნებდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როცა ავედით, პილოტმა გვითხრა, მარჯვნივ გაგვეხედა, იქ ღაზას სექტორიდან კვამლი დავინახეთ და შეგვეშინდა. ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე, გვეშინოდა, რომ უსაფრთხოდ არ ვიქნებოდით. ხალხმა ლოცვანები ამოიღო და კითხულობდა“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *