Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

იტალია: ცირკიდან გაქცეული ლომი რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში

შაბათს, 11 ნოემბერს იტალიაში, რომიდან დაახლოებით 41 კილომეტრში მდებარე ქალაქ ლადისპოლის  ცირკიდან ლომი გაიქცა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა პატარა ქალაქში მანამდე, სანამ დაიჭერდნენ. მომხდარმა ადგილორივ მოსახლეობაში შიში და პანიკა გამოიწვია. ლომის გაქცევას ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება და ცხოველთა უფლებების დამცველების რეაქცია მოჰყვა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 5 საათზე მოხდა, როდესაც ლომი გაიქცა, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა მისი ძებნის ოპერაცია. მიუხედავად თავდაპირველი მცდელობისა, ლომმა მოახერხა დატყვევებისგან თავის არიდება, ქალაქში კვლავ გამოჩნდა და მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
ლადისპოლის მერმა, ალესანდრო გრანდომ, ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით, ლომის დაჭერის შესახებ იმავე დღეს ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 10 საათზე გამოაცხადა. გაქცეული ლომი, სახელად კიმბა, სულ მცირე ხუთი საათის განმავლობაში ტრიალებდა დასახლებულ ქუჩებში.

ცხოველების მომვლელმა, რონი ვასალომ, AFP-ს აცნობა, რომ რვა წლის კიმბა არ წარმოადგენდა საფრთხეს საზოგადოებისთვის. ვასალოს თქმით, მიუხედავად ადამიანებთან უცნობ გარემოში ყოფნისა, ლომი არ ამჟღავნებდა აგრესიულ ქცევას და თავდასხმისკენ მიდრეკილებას.

გაქცევის გარემოებების ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ცირკის თანამშრომლებმა ლომის გალიის გატეხილი საკეტი აღმოაჩინეს.

პირველი წარუმატებელი მცდელობისას, მისი დაჭერის გასაადვილებლად, ვეტერინარებმა გამოიყენეს ისარი, რომელიც გეოლოკატორით იყო აღჭურვილი. საბოლოოდ ცხოველი ერთ-ერთი სკოლის მახლობლად იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისას ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა დისკომფორტს, რომელსაც განიცდიან ცხოველები, როდესაც ადამიანები გართობის მიზნით მათ გალიებში ათავსებენ და იმედი გამოთქვა ცირკში ცხოველების გამოყვანის აკრძალვის კანონის შემოღების შესახებ.

ზოგადად ცირკებში ცხოველების გამოყენება აკრძალულია ევროპის ოცზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთშიც. აკრძალვის შესახებ კანონი ამოქმედდა ათზე მეტი წლის წინ, 2012 წელს. უფრო მეტიც, საბერძნეთი იყო ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *