Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

აშშ: ბაიდენის შვილიშვილის დაცვის წევრმა ავტომანქანების გამტაცებლებს ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც ჯო ბაიდენის შვილიშვილის, ნაომი ბაიდენის დაცვის ჯგუფის წევრია, ესროლა სამ ადამიანს, რომლებიც 12 ნოემბერს, ჯორჯთაუნში, სამთავრობო მანქანაში შეღწევას ცდილობდნენ.

საიდუმლო სამსახურის სპიკერმა ენტონი გუგლიელმა განაცხადა, რომ დაცვის წევრები დაუპირისპირდნენ პირებს, რომლებმაც ჩაამტვრიეს გაჩერებული სამთავრობო მანქანის ფანჯარა. დაპირისპირების დროს ფედერალურმა აგენტმა თავისი სამსახურებრივი იარაღი გამოიყენა. სავარაუდოდ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიიმალნენ წითელი მანქანით. დაუყოვნებლივ გაიცა სამართალდამცავი ქვედანაყოფებისთვის მათი დაკავების ბრძანება. საიდუმლო სამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს საფრთხე არ ემუქრებოდათ.

ინციდენტის შესახებ პირველად Associated Press-მა გაავრცელა. გუგლიელის განცხადებით, ინციდენტის გამოძიება DC მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის და საიდუმლო სამსახურის ერთობლივი თანამშრომლობით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *