Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

იშვიათი და ფასდაუდებელი ღირებულების ექსპონატები მოიპარეს კიფისიაში მდებარე მონეტების მაღაზიის ძარცვისას

როგორც ცნობილი გახდა, კვირას კიფისიაში, იშვიათი მონეტების მაღაზია Vasilakopoulos Numismatics მძარცველების სამიზნე გახდა. დამნაშავეები მიწისქვეშა ავტოფარეხიდან შევიდნენ და მაღაზიის კედელი გამოანგრიეს, მანამდე გამორთეს სიგნალიზაცია დაუბრკოლებლად შეუდგნენ ძარცვას.

ადვილად იპოვეს სეიფი, გახსნეს  შედუღების აპარატით და ამოიღეს მონეტები და ფული.   მომხდარი ორშაბათს დილით მაღაზიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მოიპოვა დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების ნიმუშები, ასევე მოწმდება უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები.

Vasilakopoulos Numismatics არის ნუმიზმატიკური კომპანია, რომელიც დაფუძნებულია კიფისიაში .

ამუშავებს ძირითადად მაღალი ხარისხის, იშვიათ ბერძნულ მონეტებს, მაგრამ ასევე სხვადასხვა ქვეყნების მონეტებსა და ოქროს.

მისი ექსპერტიზა მოიცავს ოქროს, ბუილონის, ვერცხლის, სპილენძის და ქალკო-ნიკელის მონეტებს, ასევე მედლებს და ბანკნოტებს. ისინი PCGS-ის ავტორიზებული დილერები არიან 2009 წლიდან, ერთ-ერთი პირველი მთელ ევროპაში.

2003 წლიდან არიან კოლექციონერთა კლუბის და 2002 წლიდან საბერძნეთის  ნუმიზმატიკური საზოგადოების წევრები და მონაწილეობენ ევროპის ყველა მნიშვნელოვან ნუმიზმატიკურ ღონისძიებაში.

დამნაშავეებმა იცოდნენ, რომ აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა უძვირფასესი და იშვიათი მონეტების ფართო სპექტრი, რომელთაც  ასევე აქვეყნებდნენ თავიანთ ვებსაიტზე.

მათ კოლექციაში ასევე შედიოდა რამდენიმე უიშვიათესი ბერძნული მონეტა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 2200 ევროს შეადგენდა. ვარაუდობენ, რომ მძარცველების ნაძარცვი სულ 800 000-დან 1,5 მილიონ ევრომდეა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *