Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

იტალიის ყოფილი პრემიერი, სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღე ოთხშაბათი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

დღეს დილით, 9:30 საათზე (იტალიის დროით), 86 წლის ასაკში, იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა.ის პარასკევიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მილანის სან რაფაელის საავადმყოფოში იყო ჰოსპიტალიზირებული.

მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და უკვე, ორშაბათს დილიდან, მისი ძმა, პაოლო და მისი შვილები, მარინა, ელეონორა, ბარბარა და პიერი მილანის საავადმყოფოში მივიდნენ.

სილვიო ბერლუსკონის დაკრძალვის ცერემონია ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, მილანის საკათედრო ტაძარში გაიმართება და ეს დღე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

იტალიის მთავრობის განკარგულებით გლოვის ნიშნად ქვეყნის ყველა საჯარო უწყების შენობაზე, ასევე მის საელჩოებში საზღვარგარეთ, დროშები ნახევრად დაშვებული იქნება.

თუმცა, ასევე იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სილვიო ბერლუსკონის საჯარო პანაშვიდი მოქალაქეთა დიდი აქტივობის კონტროლის სირთულის გამო არ გაიმართება.

ამასობაში, არკორეს ვილის გარეთ, სადაც გარდაცვლილი ყოფილი პრემიერის ცხედარი გადაასვენეს, მოქალაქეების დიდმა რაოდენობამ დაიწყო შეკრება, მაგრამ სასახლეში შესვლა მხოლოდ გარდაცვლილის ახლო ნათესავებს და ოჯახის მეგობრებს შეუძლიათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *