Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

კალითეა: 8 წლის გოგონამ მთელი ღამე პოლიციის განყოფილების დერეფანში, სკამებზე გაატარა

რამდენიმე დღის წინ კალითეას პოლიციის სამმართველოში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ 8 წლის გოგონას შუადღიდან მეორე დილამდე განყოფილებაში გაატარებინეს. ინფორმაციის მიხედვით, მშიერ ბავშვს დერეფანში, პლასტმასის სკამებზე ეძინა.

ბავშვის მეურვეების თქმით, პოლიციის თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ პროკურატურაში ვერავინ იპოვეს, შემდგომი  შესაბამისი პროცედურების დასანიშნად, რის გამოც ბავშვი პოლიციის განყოფილებაში დატოვეს.

გავრცელებული ცნობით, ამ დრომდე არ არის დაზუსტებული მიზეზი, თუ რატომ არ შეატყობინეს ვინმეს, წაეყვანათ ბავშვი და ღამე კალითეას პოლიციის განყოფილებაში არ გაეთია. ამავე ინფორმაციით, არავის მოსვლია აზრად, ბავშვისთვის საკვები მიეცა. ბავშვის აღმზრდელი მშობლები და მისი ბიოლოგიური დრდაც დაკავებულები იყვნენ პოლიციის მიერ და ფიზიკურად არ შეეძლოთ მისთვის ყურადღების მიქცევა.

აქვე პროკურატურიდან გაცემული იყო შესაბამისი ბრძანება, რომ ეცნობებინათ ბავშვის ოჯახის რომელიმე წევრისთვის, რომ გაეყვანათ ის პოლიციის განყოფილებიდან, რაც მეორე დილამდე არ გაკეთებულა.

ყველაფერი იქიდან დაიეყო, როდესაც ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ ბიოლოგიური დედის მიერ შვილზე ძალადობის და მისი ცემის ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც 8 წლის ბავშვი მინდობილობით აღმზრდელ ოჯახში იქნა გადაყვანილი.

2023 წლის თებერვალში ბავშვის ბიოლოგიურ დედას, უზბეკეთის 40 წლის მოქალაქეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2023 წლის ოქტომბერში კი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით დედას ისევ მიეცა შვილზე მეურვების განხორციელების უფლება, იმ პირობით, რომ ის არასრულწლოვანებზე პასუხისმგებელ სამსახურებთან ითანამშრომლებდა.

საბოლოოდ ბავშვი მასზე მეურვეობის განხორციელების უფლებისთვის დაპირისპირებულ ბიოლოგიურ დედას და აღმზრდელ მშობლებს შორის დავის მსხვერპლი გახდა და შედეგად დაწყებული შეხლაშემოხლის დასასრულს 8 წლის მოზარდი დედასთან და აღმზრდელებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

ამ დრომდე უცნობია პროკურორის რომელი ბრძანებით დააკავეს ბავშვი კალითეას იზოლატორში ან რომელმა პოლიციელმა დაავალა ბავშვის იქ დარჩენა სავალალო პირობებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *