კალოხორი: დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაჰყავდა
კალოხორი: დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაჰყავდა
საბერძნეთის პოლიციამ 10 აგვისტოს კალოხორიში 56 წლის ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელსაც ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაჰყავდა, მათ კი ქვეყანაში გადაადგილებისთვის საჭირო სამგზავრო დოკუმენტები არ ჰქონდათ.
მძღოლის გამოვლენა სალონიკის უცხოელთა საკითხების სამმართველოს პოლიციელების კოორდინირებული ოპერაციის შედეგად მოხერხდა. შემთხვევასთან დაკავშირებით მიგრაციის მართვის მიღდონიის განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლის ვინაობაც პოლიციამ დაადგინა და რომელსაც ამჟამად ეძებენ, ტაქსის მძღოლს ოთხი პირის აღნიშნული ტერიტორიიდან ახალი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყვანა სთხოვა.
დაკავებული მძღოლი პროკურორთან წარდგება.
