Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს – აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე

კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს – აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე

ყველა ბრალდებას უარჰყოფს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე, რომელიც მირტოს გარდაცვალების ღამეს ბოლო მივიდა სასტუმროს ნომერში სადაც ახალგაზრდები ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარდნენ. 

ალბანეთის მოქალაქემ აღიარა, რომ იცნობდა 26 წლის ბრალდებულს, თუმცა განცხადა, რომ არც მირტოს და არც 23 წლის ბრალდებულს არ იცნობდა იმ ღამემდე.

ჩვენებაში აცხადებს, რომ იმ ღამეს სასტუმროში მისი ნაცნობის სანახავად იმყოფებოდა, რომელიც სააღდგომოდ იყო ჩასული კეფალონიაში და აღნიშნულ სასტუმროში ჰქონდა ოთახი ნაქირავები. 

“არ მიმიღია მათთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერება. კარზე გამთენიის 4:20 საათზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს. თუ ზარებს ამოიღებ ტელეფონიდან ნახავთ, რომ მანამდე მათთან არც კი მისაუბრია. სასტუმროში არ მივსულვარ იმისთვის რომ მირტოს ან 26 წლის ბრალდებულს შევხვედროდი. ვიცნობ 26 წლის ბრალდებულს, მაგრამ მის სანახავად არ მივსულვარ სასტუმროში. სხვა ოთახში ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც აღდგომისთვის იყო ჩამოსული კეფალონიაში. არანაირი კავშირი არ მაქვს სხვა ბრალდებულებთან. როდესაც დახმარება მთხოვეს ნამდვილად გავედი დასახმარებლად. არ იყო მირტო კარგად. ვიდეოში ჩანს, რომ როცა კიბეებზე ჩავდიოდით მირტოს ქურთუკი მიჭირავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ველოდებოდი, იქ ვიდექი, ერთი წამით არ დამიტოვებია მარტო. არ ვიცნობდი მირტოს. თუ გადაამოწმებთ ტელეფონებს ნახავთ, რომ არანაირი წინასწარი შეთანხმება არ მქონია მათთან. არ ვიცი და არც მაინტერესებს რას აკეთებდნენ ოთახში, არ ვყოფილვარ იქ, მხოლოდ მაშინ მივედი როცა დახმარება მთხოვეს. უსამართლოა ყველა ბრალდება, რომელიც წაყენებული მაქვს.”  – აცხადებს 22 წლის ბრალდებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *