Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

მეხანძრეები თავდაუზოგავად იბრძვიან კუნძულ ზაკინთოსზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად – დამწვარია 5 სახლი

მეხანძრეები თავდაუზოგავად იბრძვიან კუნძულ ზაკინთოსზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად – დამწვარია 5 სახლი

დიდია კუნძულ ზაკინთოსზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული როგორც მატერიალური, ასევე ეკულოგიური ზიანი. 

ცეცხლი ლითაკიას, აღალასა და კილიომენუს არის მოდებული. 

შემთხვევის ადგილზე 86 მეხანძრე 28 სახანძრო მანქანით, 4 მეხანძრეთა სპეც. დაჯგუფება, 12 წყალმფრქვევი და 4 ვერტმფრენი მუშაობს.

112-მა უკვე დაუგზავნა შეტყობინებები აღალას მაცხოვრებლებს და მოსახლეობას კერისკენ და შემდგომ ზაკინთოსკენ გადაადგილებისკენ მოუწოდა. 

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უკვე ევაკუირებულია ყველა სასტუმრო აღალასა და კერიში.

კუნძულის მერმა, გიორგოს სტასინოპულოსმა განაცხადა, რომ ხანძარმა სოფელშიც შეაღწია და უკვე დამწვარია 5-6 სახლი. 

ცეცხლი ამჟამად კერისა და ლითაკიასკენ მიემართება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *