კარისკაცი იხსენებს მომენტს, როდესაც ცნობილი კრიმინოლოგი გარდაცვლილი იპოვა
კარისკაცი იხსენებს მომენტს, როდესაც ცნობილი კრიმინოლოგი გარდაცვლილი იპოვა
შენობის კარისკაცი, რომელშიც სტავროს ღეორღიოსის ოფისი მდებარეობდა, იხსენებს მომენტს, როდესაც ადვოკატის ოფისის გასაღებად დაუძახეს, რადგან მხოლოდ მას ჰქონდა გასაღების დუბლიკატი.
საუბრისას იხსენებს, რომ შენობის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გაიგო ქალების ხმა, თუ როგორ სთხოვდნენ ადვოკატს კარის გაღებას “მამა, კარი გაგვიღე” და ამიტომ დარეკა კარისკაცთან, რომ ადვოკატის შვილებს კარის გახსნაში დახმარებოდა.
კარისკაცმა განაცხადა, რომ კარი სრულად ჩაკეტილი არ იყო. კარის გაღებისას დავინახე რომ საწოლი ცარიელი იყო, ხოლო იატაკზე უგონო მდგომარეობაში ეგდო კაცი. გამომდინარე იქიდან, რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე თავად ოთახში აღარ შესულა. კარისკაცი იხსენებს, რომ შოკისგან ხელები თავზე შემოიწყო, როდესაც ადვოკატის შვილებმა კარისკაცის რეაქცია დაინახეს ტირილი დაიწყეს: “უკან გამოვბრუნდით, როცა პოლიცია მოვიდა გასაღები გადავეცი. ამ დრომდე ვერ მოვდივარ აზრზე. დიდი შოკი მივიღე, გოგონებზე აღარც ვსაუბრობ..”
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში არ გასულა არავისთან კონტაქტზე და სწორედ ამან გამოიწვია ოჯახის აღელვება. 16 წლის ტყუპი გოგონები, რომლებიც ცდილობდნენ მამასთან დაკავშირებას ბოლოს ოფისში მივიდნენ, რადგან ტელეფონს არ პასუხობდა.
ოფისის ჩხრეკისას არც ძალადობის და არც კრიმინალური მოქმედების კვალი არ აღმოჩენილა.
