კეფალონია: მაშველმა 7 ადამიანი გადაარჩინა
კეფალონია: მაშველმა 7 ადამიანი გადაარჩინა
სამხრეთ კეფალონიაში, კერძოდ ავითოს სანაპიროზე, ამინდის უეცარმა ცვლილებამ ძლიერი ტალღები წარმოშვამ რის შედეგადაც 5 ზრდასრული და 2 ბავშვი წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
სწორედ ამ დროს მაშველმა სოფია კასპირიმ დროული რეაგირების შედეგად შვიდივე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
ავითოსი სამხრეთ კეფალონიას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპიროა, რომელსაც ყოველდღიურად დიდი ოდენობით დამსვენებელი სტუმრობს. განსაკუთრებით ოჯახები, რადგან სანაპირო ქვიშიანია და არ აქვს ღრმა წყალი. თუმცა პარასკევს, 3 ივლისს შუადღის 2 საათის შემდეგ ზღვა უეცრად შეიცვალა, ტალღები გაძლიერდა და ნაპირზე მოცურავეები ღრმა წყალში შეითრია.
დამსვენებლების უმეტესობამ წყლიდან დროულად ამოსვლა მოახერხა, თუმცა 7 ადამიანი ტალღამ საკმაოდ შორს გაიყვანა.
მაშველმა პატრადან, რომელიც უკვე მესამე წელია ამ პოზიციაზე მუშაობს, დაუფიქრებლად გაატარა ყველა საჭირო ზომა მათი წყლიდან ამოსაყვანად. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მან ერთ ჯერზე 3 ადამიანი ერთად ამოიყვანა წყლიდან.
პრესისთვის მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების გადაწყვეტილება თავად თვითმხილველებმა მიიღეს მაშველისადმი მადლიერების გამოხატვის მიზნით, რადგან მსგავსი ქმედება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.
KefaloniaPress-თან საუბრისას თავას მაშველმა, სოფია კასპირიმ განაცხადა: “ძალიან რთული შემთხვევა იყო. თუმცა როცა 2 ძმა გამოვიყვანე ზღვიდან მათი დედა ტირილით მომიახლოვდა და მადლობა გადამიხადა. სწორედ მაშინ დამავიწყდა ყველა სირთულე, რაც სამაშველო ოპერაციის დროს გავიარე. უკურეაქციამ ძალიან დიდი ძალა მომცა.”
