Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კიფისია: სახეში და სხეულის არეში ურტყეს წიხლები – აცხადებს 17 წლის ბიჭის მამა, რომელსაც დამნაშავეთა დაჯგუფება დაესხა თავს

კიფისია: სახეში და სხეულის არეში ურტყეს წიხლები – აცხადებს 17 წლის ბიჭის მამა, რომელსაც დამნაშავეთა დაჯგუფება დაესხა თავს

დაახლოვებით 10 ადამიანისგან შედგებოდა დაჯგუფება, რომლებიც არასრულწლოვნებს თავს დაესხსნენ შაბათს, 29 მარტს ღამით და გაძარცვეს კიფისიის ცენტრალურ მოედანზე.

თავდასხმის შემთხვევა ღამის 23:00 საათის შემდეგ დაფიქსირდა, როცა დამნაშავეთა დაჯგუფება 17 წლის ბიჭის სამეგობრო წრეს მიუახლოვდა და მათი გაძარცვა სცადა.

“ჩემი შვილი ძირს დააგდეს, და სახისა და სხეულის არეში ურტყეს წიხლები. თავი აქვს გატეხილი და ნაკერების დადება გახდა საჭირო. ჯერ ჩემს ბიჭს დაესხნენ თავს, რადგან მისი ნივთების წართმევა უნდოდათ და შემდეგ მის 16 და ორ 15 წლის მეგობრებზე გადავიდნენ. ჩემი შვილი უბრალოდ სასეირნოდ გავიდა გარეთ და აი ასეთი გაგრძელება მოჰყვა მის გასეირნებას..” 

დაშავებული არასრულწლოვნები ამ დრომდე საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.

მიმდინარეობს გამოძიება თავდამსხმელების ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *