Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კიფისია: 4 ოქტომბერს ალსოსი 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ცხოველთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს

კიფისია: 4 ოქტომბერს ალსოსი 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ცხოველთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს

4 ოქტომბერს სრულიად მსოფლიოს მასშტაბით ცხოველთა დაცვის დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ცხოველთა უფლებების დაცვა, ახალი კანონების მიღება და არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაა. ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ცხოველების სტატუსის, მათი მნიშვნელობის ხაზგასმა ბუნების საციცოცხლო ციკლში. 

ამ დღის აღნიშვნა ერთი იდეის გარშემო აერთიანებს უამრავ ცხოველთა დამცველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ქმნის დიდ ძალას, ცხოველთა ყოფის, მათი უფლებების აღიარების კუთხით. ყველა ქვეყანაში მსოფლიო ცხოველთა დღეს აღნიშნავენ სხვადასხვაგვარად მიუხედავად  რასის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა. განათლებისა და საზოგადოების თვალსაწიერის გაზრდით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, სადაც თითოეული ცხოველი იქნება აღიარებული, როგორც ცოცხალი, გონიერი არსება და მათ კეთილდღეობას მიექცევა დიდი ყურადღება.

საბერძნეთში ამ დღეს კიფისიაში, კერძოდ ალსოსში სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში აღნიშნავენ, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ასაკისა შეუძლია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *