Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

ხულიო იგლესიასი ინვალიდის ეტლშია და აღარ ახსოვს თავისი სიმღერები- ვრცელდება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ

ცნობილი ესპანელი მომღერლის, ხულიო იგლესიასის თაყვანისმცემლები სულ უფრო და უფრო ღელავენ, რადგან ბოლო ხანებში  აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების შესახებ.

არგენტინაში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში  ჟურნალისტებმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად  განიხილეს აღნიშნული თემა  და მიანიშნებდნენ, რომ 1962 წელს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანება მას მნიშვნელოვან ტკივილს აყენებს, რის შედეგადაც ის ინვალიდის ეტლშია.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დაზიანებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

გადაცემის სტუმარმა გაამხილა, რომ იგლესიასს ახალგაზრდა ასაკში სერიოზული ავარია შეემთხვა, რომელიც ხერხემლის ოპერაციას საჭიროებდა, დაზიანებამ თავისი კვალი დატოვა, რაც  მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა ქრონიკული ტკივილითა და სხვადასხვა სირთულეებით.

გადაცემის წამყვანი კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს მომღერლის მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მას უჭირს არა მხოლოდ მოძრაობა, არამედ აქვს ასევე მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

“სამწუხაროდ, ხულიო იგლესიასმა მიაღწია იმ დონეს, რომ მას აღარ ახსოვს საკუთარი სიმღერები”, – თქვა მან.

აქვე აღნიშნავენ, რომ რომ 79 წლის მომღერალმა, რომელმაც გაყიდა 300 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში 14 ენაზე და გამოუშვა 80 ალბომი, იზოლირებულია და გაწყვიტა პირდაპირი კონტაქტი ბევრ მეგობართან.

ჟურნალისტმა შეშფოთება გამოთქვა შექმნილ ვითარებაზე და თქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც ოდესღაც ხულიო იგლესიასთან ახლოს იყვნენ, ახლა მისი პოვნა უჭირთ, რადგან ის ხშირად არ პასუხობს მათ ზარებს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

თუმცა კატალონიური გაზეთის La Vanguardia-ს გამოცემის თანახმად, ესპანელი მხატვარი რამონ არკუზა, რომელიც ხულიო იგლესიასის ახლო მეგობარია, უარყოფს გადაცემაში  გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ის ხშირად ესაუბრება იგლესიასს და ხმები მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ არის სისულელე და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *