Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კოლონოსში 12 წლის გოგონას გაუპატიურება: დააკავეს 29 პირი, მათ შორის მამა-შვილი

კოლონოსში 12 წლის  გოგონას  გაუპატიურების საქმეზე დაკავებულთა რიცხვმა  29-ს მიაღწია, დაკავებული შვიდი პირის შემდეგ, რომლებსაც არასრულწლოვანთა დაცვის საქვეუწყებო დირექციის პოლიციელებმა ხელბორკილები დაადეს.

დაკავებულთა შორის არიან ორი ბერძენი, 48 და 21 წლის , ორი პაკისტანელი, 52 და 36 წლის, ორი ბანგლადეშელი, 44 და 28 წლის და 47 წლის ალბანელი , რომელსაც მომხდარის   ამსახველი პორნოგრაფიული მასალა ჰქონდა.

მათი დაკავების ოპერაცია გუშინ დილით დაიწყო და გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები იდენტიფიცირებისთანავე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-14 საგამოძიებო დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე.

დაკავებების ახალი რაუნდი დაიწყო აპრილის დასაწყისში დაზარალებულის მეექვსე, დამატებითი განცხადების შემდეგ, რომელშიც მან ამოიცნო  და დაასახელა დამნაშავეები.

პოლიციამ გამოავლინა სავარაუდო მოძალადეები, რომლებსაც ბრალად ედებათ 12 წლის გოგონასთან შეხვედრა, როგორც  კლიენტებს და საფასურის გადახდის სანაცვლოდ მისი გაუპატიურება.

შემაძრწუნებელია, რომ შვიდ დაკავებულს შორის არის 48 წლის მამა და მისი 20 წლის შვილი, რომლებიც არაერთხელ შეხვდნენ 12 წლის მოზარდს.

ორივე  ბერძენი წარმოშობით დიდიმოტიხოდან არიან და ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობენ კოლონოსის მხარეში. .

შვიდ დაკავებულს ბრალად ედება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა, ასევე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის გავრცელება საინფორმაციო სისტემებით .

ყველა მათგანი სავარაუდოდ დღეს წარსდგება პროკურატურაში, ხოლო საქმე გადაეცემა ახალ გამომძიებელს, რათა მოხდეს საქმის მასალების გამოყოფა ისე, რომ ბრალდებულთა ხანდაზმულობის ან წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის საკითხი არ დადგეს.

გავრცელებული ინფრმაციით აღნიშნულ საქმეში იკვეთება სხვა მოქმედ პირთა კვალიც, რაც არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში ახალი დაკავებების განხორციელებას.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *