Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებული სამ დღიანი დასვენების გამო პირეას პორტში მგზავრთა უჩვეულო ნაკადი დაფიქსირდა

სულიწმინდის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებული სამ დღიანი დასვენების გამო ბერძნები კვლავ ტოვებენ დედაქალაქს და კუნძულებისა და სოფლების მიმართულებით  გადაადგილდებიან.

დღეს დილიდან  განსაკუთრებით მაღალია მოძრაობა პირეას  პორტში, მგზავრების გაზრდილი ნაკადის გამო, ასევე დგას ავტომანქანების გრძელი რიგი გემებზე ასასვლელად  და კუნძულებისკენ გასამგზავრებლად.

აღნიშნულია, რომ პირეას  პორტიდან დღეისთვის 21 გამგზავრებაა დაგეგმილი , ხოლო პირველი მონაცემებით, გუშინდელ დღემდე ეგეოსის ზღვის კუნძულებზე სულ 15000 ადგილი იყო დაჯავშნული.

ტურიზმის განვითარების  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  თავის  განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტურიზმი წელს ძალიან კარგად დაიწყო , ხოლო   ტრანსპორტისა და კუნძულოვანი პოლიტიკის განვითარების  შესაბამისი უწყება  სანაპირო დაცვასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობს პორტების მოწესრიგებული მუშაობისთვის. ასევე გემების საზღვაო ვარგისიანობისთვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *