Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კორიდალო: დღესასწაული უეცრად ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა – დაშავებულია 2 ვიცე მერი

კორიდალო: დღესასწაული უეცრად ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა – დაშავებულია 2 ვიცე მერი

ღრიღორიუ ლაბრაკის მოედანზე გამართულ სადღესასწაულო შეკრება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ჩხუბის შედეგად, რომელშიც დაახლოვებით 10 პირი მონარილეობდა, 3 პირი დაშავდა, მათ შორის კი ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

დაშავებულებს შორის არის კორიდალოსის ვიცე მერი ხარალაბოს ცირაკიდისი, რომელიც ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა.
“წარმოდგენა არ მაქვს რატომ ატყდა ჩხუბი. მოპირდაპირე მხარეს ვიჯექი და როცა კამათი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა მივედი, რომ გამერკვია რა ხდებოდა. როგორც კი დაგვინახეს რომ მე და კიდევ ერთი ვიცე მერი ვუახლოვდებოდით მათ მაგიდების და სკამების სროლა დაიწყეს ჩვენი მიმართულებით. ისიც კი არ მახსოვს სულ რამდენნი იყვნენ.” – განაცხადა protothema.gr-თან საუბრისას ცირაკიდისმა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *