Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კორინთის არხი 8თვიანი აღდგენითი სამუშაოების შემდეგ დღეს გაიხსნა

რვა თვიანი აღდგენითი სამუშაოების შემდეგ დღეიდან,  2023 წლის 1 ივნისიდან, კორინთის არხი კვლავ ხელმისაწვდომია ნავიგაციისთვის, რადგან სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.

არხი დაიხურა 2022 წლის ოქტომბერში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, წყალში  კლდის ნამსხვრევების უწყვეტი ვარდნის გამო, რაც ართულებდა არხში გემების უსაფრთხო გავლას.

გემების მოძრაობა  ნებადართული იქნება 2023 წლის 30 სექტემბრამდე, როდესაც არხი კვლავ შეწყვეტს მუშაობას რამდენიმე თვით, რადგან ამ პერიოდში  დაიწყება  აღდგენითი პროექტის მეორე ეტაპი.

გარდა ამისა, 1 ივნისიდან არხის ახალი ელექტრონული სერვისები ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე , სადაც შესაძლებელი იქნება გადასახადების გამოანგარიშება, ჩამოსვლების ელექტრონული განრიგის ნახვა  და ბოლოს გადახდის შესაძლებლობა.

1 ოქტომბრიდან სამუშაოები ფინალურ ეტაპზე გადავა  და ვარაუდობენ , რომ 2024 წლის თებერვალში კორინთის არხი ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდება.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *