Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

ფარაონ ტუტანხამონის გარდაცვალებიდან 3300 წლის შემდეგ პირველად შეძლეს მისი სახის ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული რეკონსტრუქცია

აკადემიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ბრაზილიიდან , ავსტრალიიდან და იტალიიდან ,  ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის მუმიფიცირებული თავის ქალას ციფრული მოდელის გამოყენებით შეძლეს აღედგინათ ფარაონის სახის ნაკვთები  და გარეგნული იერი.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარებულმა რეკონსტრუქციამ გამოავლინა  ფარაონის ახალგაზრდული და ნატიფი სახე, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა გარდაიცვალა 3300 წლის წინ.

ბრაზილიელი გრაფიკოსი და  ექსპერტი ციცერო მორაესი, რომელიც ატარებდა  კვლევებს,  თავის ჩანაწერებში აღნიშნავს:  „ჩემთვის ფარაონის გარეგნობა ასოცირდება  ახალგაზრდასთან, რომელსაც თხელი სახე აქვს და  მისი  შემხედვარე უფრო ახალგაზრდა სტუდენტს ვხედავთ, ვიდრე პასუხისმგებელ პოლიტიკოსს, რაც ისტორიულ ფიგურას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის“.

ცნობილი ფარაონის მუმია  ათეულობით საგანძურთან ერთად აღმოაჩინა ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა 1922 წლის ნოემბერში ეგვიპტის მეფეთა ველზე.

იმის გამო, რომ მეცნიერთა გუნდს არ ჰქონდა პირდაპირი წვდომა ფარაონის თავის ქალაზე, ახალი მოდელის დასრულება განსაკუთრებით რთული იყო.

საბედნიეროდ, წინა კვლევებმა შემოინახა ფარაონის მუმიის  თავის ქალას გაზომვები და გამოაქვეყნა რამდენიმე სურათი.

”ეს იყო ცოტა დეტექტიური სამუშაო, სადაც ინფორმაციის ნაწილები ერთმანეთთან იქნა  დაკავშირებული, რათა შეგვექმნა  მისი თავის ქალას 3D მოდელი. თანაფარდობის მონაცემებით და ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცეფალომეტრიული გაზომვით, შესაძლებელი გახდა ვირტუალური დონორის ციფრული თავის ქალა აგვეღო  და მოგვეხდინა  მისი ადაპტირება ტუტანხამონის თავის ქალასთან”- აღნიშნა მორაესმა .

ამის შემდეგ მათ ხელახლა შექმნეს ტუჩების კონტურები, თვალის კაკლის პოზიცია, ყურების სიმაღლე და ცხვირის ზომა.

მიახლოებითი გარეგნული მონაცემები  ეფუძნება სტატისტიკურ კვლევებს, რომლებიც ჩატარდა CT სკანირებით ეგვიპტური წარმოშობის სხვადასხვა ცოცხალ ინდივიდებზე, შემდეგ კი  თავის ქალაზე მოთავსებული იქნა  მარკერები, რომლებიც მიუთითებდნენ რბილი ქსოვილების სისქეს  სხვადასხვა წერტილში, თანამედროვე ეგვიპტელების მონაცემების გამოყენებით.

ამ და სხვა ტექნიკით აღდგენილი იქნა ფარაონის სავარაუდო, მაგრამ ობიექტურთან მაქსიმალურად მიახლოებული სახის ნაკვთები, რასაც  შემდეგ დაემატა სუბიექტური ელემენტები, როგორიცაა მაგალითად თვალის ფერი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერები ცდილობდნენ ახალგაზრდა ფარაონის ფიგურის რეკონსტრუქციას – მსგავსი მცდელობა განხორციელდა  ასევე 2005 წელს.

მაიკლ ჰაბიხტმა, ეგვიპტოლოგმა და არქეოლოგმა ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტიდან, რომელიც ახალი კვლევის თანაავტორია, აღნიშნა გასაოცარი მსგავსება   რეკონსტრუქციის ორივე მცდელობისას მიღებულ შედეგებს შორის.

თავის მხრივ ციცერო  მორაესი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შექმნილი ფარაონის  სახე ნამდვლთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *