Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: არ ეტყობოდა, რომ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის – აცხადებს საფრანგეთის მოქალაქის ფსიქიატრი, რომელმაც 36 წლის ქალი მოკლა

კრეტა: არ ეტყობოდა, რომ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის – აცხადებს საფრანგეთის მოქალაქის ფსიქიატრი, რომელმაც 36 წლის ქალი მოკლა

რეთიმნოს საავადმყოფოს ფსიქიატრმა, ანტონის ხრისტონაკისმა, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქესთან მკვლელობამდე სულ ცოტახნით ადრე ისაუბრა, neakriti.gr-თან საუბრისას განაცხადა: “ძალიან მშვიდი იყო. მისი მდგომარეობა წარმოადგენდა პრობლემას მხოლოდ მისთვის და მისი არარსებული მამისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდა. არც საკუთარი თავისთვის წარმოადგენდა საფრთხეს. არც სხვებისთვის იყო სახიფათო. მის ქცევებში არ შეინიშნებოდა საფრთხის შემცველი ქმედებები და ფიქრები. მას შევთავაზეთ მედიკამენტური მკურნალობა, რაზეც უარი განაცხადა. რაც შეეხება იმ შემზარავ შემთხვევას, რაც ოთხშაბათს მოხდა, არანაირი მინიშნება არ აღინიშნებოდა მის ქცევებში. აუცილებლად განვათავსებდით საავადმყოფოში რისკის შემცველი რომ ყოფილიყო მისი საზოგადოებასთან ურთიერთობა. ბოლოს 6 დღის წინ ვესაუბრე. შესაბამისად არ შემიძლია გითხრათ რამ უბიძგა მსგავსი ქმედებისკენ. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ტელეარხები აშუქებენ.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *