Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კორფუ: ცხოველთა თავშესაფარში ცხოველების მიტოვების ფაქტები-ისინი ძაღლებს დიდი სიმაღლიდან ტომრებივით ისვრიან

უკვე რამდენიმე თვეა, რაც კუნძულ კორფუზე, ნეოხორში მდებარე ცხოველთა თავშესაფართან უცნობი ქალი და მამაკაცები სისტემატიურად ტოვებენ არასასურველ ძაღლებს.

ამ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში სპეციალურად 23 არასასურველი ცხოველი მიატოვეს ცხოველთა თავშესაფარში, ცხოველთა დაცვის სამსახურის  წარმომადგენლები ეძებენ, რადგან შესაძლოა, რომ ისინი სხვა ადამიანების შინაურ ცხოველებს ტოვებდნენ.

ცხოველთა თავშესაფრის უსაფრთხოების კამერის ვიდეოებში, რომელიც გასაჯაროვდა, ჩანს კაპიუშონიანი ქალი და მამაკაცები, რომლებიც ძაღლებს ტომრებივით აგდებენ დიდი სიმაღლიდან თავშესაფრის ტერიტორიაზე და არ აინტერესებთ ისინი დაზიანდებიან თუ არა მიწაზე დაცემის გამო.

გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს მათი განლაგება, ხოლო ერთ კადრში კარგად ჩანს მამაკაცის ნაკვთები, რომელსაც აქვს წვერი და უკეთია სათვალე.

ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *