Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

თესალონიკში სატესტო მარშრუტებისთვის ექვსმა ელექტრო ავტობუსმა დაიწყო გადაადგილება

თესალონიკში სატესტო მარშრუტებისთვის ექვსმა ელექტრო ავტობუსმა დაიწყო გადაადგილება

პირველი სატესტო გადაადგილება დაიწყო ექვსი ელექტროავტობუსიდან ერთ-ერთმა დღეს, დილის ხუთი საათზე, ΟΑΣΘ-ის სადგურიდან. 

თესალონიკის ურბანული სატრანსპორტო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რომელიც მან ფეისბუკზე გააკეთა, ელექტროავტობუსი დაიტენა სტავრუპოლის სადგურზე, სადაც დროებით განთავსებულია ორი ელექტრო სატენი ელექტრო მანქანებისა და ავტობუსებითვის. 

სტავრუპოლში ორი სატენი საცდელი ვადით არის დამონტაჟებული და როგორც კი გამოსაცდელი პერიოდი დასარულდება, სხვა დანარჩენ 53 სატენთან ერთად გადატანილი იქნება მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, სადაც დამტენ სადგურს აშენებენ.  

სატესტრო რეჟიმისთვის ელექტროავტობუსები 2,5 ტონა ქვიშის ტომრებით არიან დატვირთულები და ასე გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში. ამ მდგომარეობაში ავტობუსები იმოძრავებენ ყოველ დღე, გარკვეული საათების განმავლობაში ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, რათა შეასრულონ ის 5 000 კილომეტრი, რომლის გავლის შედეგადაც დადგინდება, აკმაყოფილებენ თუ არა ΟΑΣΘ-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსის პირობებს. სატესტო რეჟიმის წარმატებით გავლის შემხვევაში კი საბერძნეთის მთავრობა 110 ელექტრო ავტობუსს მიიღებს ქალაქ თესალონიკში გადასაადგილებლად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *