Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

კრეტა: ირაკლიოს მოსახლეობა იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკის გახსნას აპროტესტებს

კრეტა: ირაკლიოს მოსახლეობა იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკის გახსნას აპროტესტებს

კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, რათა ყოფილი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის (ΚΤΕΟ) ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დახურული საცხოვრებელი ცენტრის გახსნის პროექტი გააპროტესტოს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტერიტორია მსგავსი ინფრასტრუქტურისთვის შესაბამისი არ არის.

აქციის მონაწილეები შეხვდნენ ირაკლიოს ვიცე-გუბერნატორს, ნიკოს სირიღონაკისს, რომელმაც ხაზგასმით აღნიშა, რომ კუნძული კრეტას რეგიონულმა საბჭომ უკვე ერთხმად უარყო აღნიშნულ ლოკაციაზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ცენტრის განთავსების იდეა.

მისი თქმით, ყოფილი ΚΤΕΟ-ს ტერიტორია კვლავ გამოიყენება სატრანსპორტო სამსახურის მიერ. გარდა ამისა, შენიბა მდებარეობს ირაკლიოს ჩრდილოეთ სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ხალხმრავალ პლაჟთან ახლოს, არ გააჩნია სათანადო სატრანსპორტო კავშირები და საჭირო ინფრასტრუქტურა.

ვიცე-გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ არც ყოფილი ΚΤΕΟ-ს ტერიტორია და არც მალადესის რაიონი არ წარმოადგენს გრძელვადიან და მდგრად პოზიციას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცენტრის შესაქმნელად.

აქციის მონაწილეებმა ირაკლიონის მუნიციპალიტეტს მოუწოდეს, საკითხთან დაკავშირებით მკაფიო და საჯარო პოზიცია დააფიქსიროს.

აქციის მონაწილეები ირაკლიოს მუნიციპალიტეტს მოუწოდებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო და საჯარო პოზიცია დააფიქსიროს.

შეგახსენებთ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი ცენტრის საკითხი კვლავ განხილვის საგანია და მოსალოდნელია, რომ კრეტის რეგიონული საბჭო მას მომავალ სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *