Latest news
ემიგრაცია: საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციები მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ საბერძნეთი: რჩევები აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების ასარჩევად პრონიმაკი კარისტიანუს უჩვის ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია დღეს საბერძნეთის 6 რეგიონში საბერძნეთი: ძლიერი ქარები ეგეოსის ზღვის კუნძულებზე  საბერძნეთის რექტორთა 112-ე კონფერენცია: სტუდენტთა მხარდაჭერის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ა... 5 ივნისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია საბერძნეთის 6 რეგიონში სალონიკი: იორკის უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი დაემატა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება საბერძნეთში ΟΠΕΚΕΠΕ-ს უკანონო სუბსიდიების საქმეზე ორ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯეს
კვირა, ივლისი 5, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ფრანგულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქართველი ფეხბურთელის ერთადერთი გოლით მის უშუალო კონკურენტს მოუგო 

ფრანგულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქართველი ფეხბურთელის ერთადერთი გოლით მის უშუალო კონკურენტს მოუგო 

გიორგი მიქაუტაძის, საფეხბურთო კლუბ “მეცის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის,  ერთადერთი გოლით “მეცმა” უშუალო კონკურენტ “ლე ავრს” მოუგო გასვლაზე და გასავარდნ ზონას ამ მომენტისთვის თავი დააღწია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დაბადებული მიქაუტაძე ქართული წარმოშობისაა. 2021 წლის 25 მარტს შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. მიქაუტაძე თამაშში შეცვლაზე შემოვიდა. საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0–1 დამარცხდა. პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში.

მისი ინდივიდუალური მიღწევები:

  • ბელგიის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი: 2020–21 (19 გოლი)
  • საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2022–23
  • საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის გუნდის გუნდის წევრი: 2022–23
  • საქართველოს 2022–23 წლების სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი: „სარბიელის“ ვერსიით
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *