Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

კუნძულ ლეზვოსზე ჩლიქისა და პირის დაავადების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

კუნძულ ლეზვოსზე ჩლიქისა და პირის დაავადების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ჩლიქისა და პირის დაავადების მეორე შემტხვევა დაფიქსირდა დღეს პელოპის რეგიონში, კუნძულ ლეზვოსზე. 

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებულია საკმაოდ ახლოს იმ ფერმასთან, რომელშიც 16 მარტს პირველი შემტხვევა დაფიქსირდა.

გამომდინარე აქედან პასუხისმგებელმა ორგანოებმა კუნძულზე არსებული ყველა მეცხოველეობის ფერმის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

მეცხოველეობის იმ ჯგუფში, სადაც ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, დაახლოებით 250 ცხვარი და თხა და 15 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია, რომლებიც მოქმედი ჯანდაცვის პროტოკოლის შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიხოცებიან.

აღნიშნული ვირუსული დაავადება ემართება როგორც მსხვილ რქოსან საქონელს, ღორს, ცხვარს, თხას, გარეულ წყვილჩლიქოსან ცხოველებს, ასევე ფრინველებს, კატებსა და ძაღლებს.

სრულიად შესაძლებელია დაემართოს ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს.

ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დაავადების კერაში მის სასუნთქ სისტემაში შეიძლება 24-48 საათის განმავლობაში შენარჩუნდეს ვირუსი, ამიტომ ამ პერიოდში მისი ამონასუნთქი ჰაერიდან შეიძლება გავრცელდეს დაავადება კეთილსაიმედო ფერმებში, ასევე ვირუსი მექანიკურად შეიძლება დიდ მანძილზე გადაიტანონ ფრინველებმაც. გამოჯანმრთელებული ცხოველი ვირუსმატარებელი რჩება დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო ვირუსს გარემოში გამოყოფს 28 დღემდე.

ადამიანი თურქულით ავადდება თურქულის ვირუსით ინფიცირებული უმი რძის და მისი პროდუქტების მიღების შედეგად ან დაავადებული ცხოველის მოვლისას (ადამიანს ადამიანისაგან თურქული არ გადაედება).

ინკუბაციური პერიოდი 3–8 დღე გრძელდება. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის, წელისა და სახსრების ტკივილით, ტემპერატურა 38°C-მდე მატულობს. 2–3 დღის შემდეგ პირის, ენის, ხახის, ლოყებისა და ტუჩების ლორწოვან გარსზე ჩნდება სეროზული სითხით ამოვსებული აფთები, რომლებიც მალე სკდება და მტკივნეულ წყლულებს ტოვებს. პირის ღრუ გაწითლებული და შესივებულია, ავადმყოფს უჭირს ღეჭვა, ყლაპვა და ლაპარაკი, ნერწყვის დენა გაძლიერებულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *