Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში მიტოვებული ბავშვი გადაარჩინეს

ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვის მარტო დატოვების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა კრიტზე, ხანიაში. საბედნიეროდ პოლიციის დროულმა ჩარევამ ის დიდი ალბათობით გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

შემთხვევა გუშინ, კვირას, საღამოს 8:30 საათამდე მოხდა, როდესაც გამვლელებმა შენიშნეს, რომ ჩაკეტილ მანქანაში, 35° სიცხეში  მიტოვებული ბავშვი ტიროდა და პოლიციას შეატყობინეს.

ადგილზე სასწრაფოდ მისული პოლიციის თანშრომლები იძულებული გახდნენ ავტომობილის მინა გაეტეხათ და ბავშვი გარეთ გამოეყვანათ რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საკმაო დროით ჩაკეტილი იყო.

ცოტა ხნის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისი მშობლებიც მივიდნენ, რომლებიც მეორე შვილთან ერთად ვენეციურ ნავსადგურში სასეირნოდ იყვნენ წასული. ისინი არ ეკონტაქტებოდნენ პოლიციას და ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარა და ბავშვის მანქანაში მიტოვება ჩვეულებრივი ამბავი იყო.

43 წლის იაპონელი წყვილი  არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუფრთხილებლობისთვის  პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მკაცრი რეკომენდაციების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *