Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

ეგვიპტე: წითელ ზღვაში მცურავ ტურისტულ იახტას ცეცხლი გაუჩნდა, დაკარგულია სამი ადამიანი

ტურისტულ იახტას, რომელზეც საკრუიზო პროგრამაში მონაწილე 29 ადამიანი იმყოფებოდა, ეგვიპტის წითელ ზღვაში ცურვისას, ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზებით ცეცხლი გაუჩნდა.

დაკარგულია მგზავრთაგან სამი მათგანი, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

როგორც ბრიტანული გაზეთი “The Sun” პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მგზავრებმა საშინელი წუთები  გადაიტანეს.

შემთხვევის შესახებ სამაშველო ბრიგადებს დღეს დილით შეატყობინეს, რომლებიც  ცეცხლმოკიდებულ ნავში მყოფი მგზავრების გადასარჩენად გაემართნენ.

ამ დროისთვის გადარჩენილია 26 მგზავრი, მათგან 12 ბრიტანელია, ხოლო 14 ეგვიპტური წარმოშობის. ჯერ ისევ  მიმდინარეობს ოპერაცია სამი ბრიტანელი ტურისტის მოსაძებნად.

პოლიციის განცხადებით ეკიპაჟის  გადარჩენილი წევრებიდან არავინ დაშავებულა.

ტურისტული იახტა 6 ივნისს გავიდა ეგვიპტის პორტ ღალიბიდან, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ქალაქ მარსა ალამში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *