Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი: საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აფეთქდა-დედა და ქალიშვილი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გაზის ბალონის აფეთქებამ კრიტზე, მესარაში მცხოვრები  ოჯახის სახლი დამწვარ ლანდშაფტად აქცია, ხანძრის შედეგად კი დედა-შვილი მძიმედ დაიწვა.

შემთხვევა 2 აგვისტოს, ოთხშაბათს, საღამოს 22 საათზე მოხდა, რა დროსაც ბალონის აფეთქებამ სამზარეულოსა და სალონში ხანძარი გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს სახლში მყოფმა 43 წლის დედამ და მისმა 11 წლის ქალიშვილმა მძიმე დამწვრობა მიიღეს, ხოლო სახლს დიდი ზიანი მიადგა.

დაშავებულები სამედიცინო ბრიგადამ სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანა,  შემთხვევის ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად კი სახანძრო-სამაშველო სამსახური 14 მეხანძრით და 6 მანქანით იყო მობილიზებული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *