Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე 32 წლის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 9 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის

კუნძულ კრეტაზე 32 წლის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 9 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის

32 წლის მამაკაცი პაკისტანიდან გამუდმებით ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურად მისი პარტნიორის 9 წლის შვილზე.

9 წლის გოგონას სხეულზე მრავალგზის დაზიანებები და სილურჯეები აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული მას არამხოლოდ ხელით ეხებოდა, არამედ ურტყამდა ნებისმიერი ნივთით, რაც ხელში მოხვდებოდა. 

გამომდინარე იქიდან, რომ გოგონას დედა ღამით მუშაობდა, მის 9 წლის შვილს მისსავე პარტნიორთან ტოვებდა, რომლის მიმართაც ნდობით იყო აღჭურვილი. 32 წლის მამაკაცი კი პარტნიორის ნდობით სარგებლობდა და ყოველ ღამით ძალადობდა არასრულწლოვანზე. 

ძალადობს მსხვერპლი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა იმ ჯოჯოხეთზე საუბარს, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, თუმცა 2022 წლის დეკემბერს, მაშინ როცა დედამ გოგონა სკოლიდან გამოიყვანა, შეძლო და მოუყვა ყველაფერი. 

Cretalive-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი წელს, 21 მაისს ჩატარდა და მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და მასზე ფიზიკური ძალადობისთვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *