Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი აკროპოლს ეწვია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად საბერძნეთს ეწვია და აკროპოლი  და არქეოლოგიური მუზეუმი  მოინახულა.

წყვილმა ათენში ვიზიტის ამსახველი ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომლებსაც თან ახლდა შთაბეჭდილებების ტექსტი.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი თავის პოსტში წერს: “ამ უძველესი აკროპოლის თავზე მდგომმა, რომელიც გარშემორტყმულია პართენონისა და ერეხთეონის საკულტო სტრუქტურებით, მე შევიგრძენი  ადამიანის გენიისა და  ინტელექტის გასაოცარი ძალა.

ათენის პანორამული ხედი აკროპოლიდან იყო თვალწარმტაცი, რომელიც გვთავაზობდა უძველესი და თანამედროვე ურბანული ლანდშაფტის ჯადოსნურ ნაზავს. ეს არის სანახაობა, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.”

ათენში ვიზიტის შემდეგ ივანკა ტრამპი მეუღლესთან ერთად გაემგზავრა კუნძულ ჰიდრაზე, სადაც ისინი დღეს შუადღიდან იმყოფებიან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *