Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სამხრეთ კიკლადესი საბერძნეთის ცენტრალურ ელექტროსისტემას შეუერთდა

სამხრეთ კიკლადესი საბერძნეთის ცენტრალურ ელექტროსისტემას შეუერთდა

საბერძნეთის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა (ΑΔΜΗΕ) დაასრულა სამხრეთ კიკლადესზე ელექტროენერგეტიკული კავშირგაბმულობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში სანტორინი, ფოლეგანდროსი, მილოსი და სერიფოსი ატიკის გავლით ქვეყნის ცენტრალურ ელექტროსისტემას შეუერთდა.

მომდევნო ეტაპზე ჩატარდება ტექნიკური ტესტირება, რის შემდეგაც ქსელი ეტაპობრივად ამოქმედდება. პირველ რიგში ელექტროსისტემას 2026 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში სანტორინი შეუერთდება, ხოლო უახლოეს თვეებში პროექტი სრულად ამუშავდება.

სამხრეთ კიკლადესის დამაკავშირებელი კავშირგაბმულობა ცენტრალურ სისტემასთან 294 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა და მიწისქვეშა 150 კილოვატიანი მაღალი ძაბვის კაბელებით კავშირდება. 

პროექტის ფარგლებში ასევე აშენდა ოთხი თანამედროვე, სრულად ციფრული ქვესადგური, ხოლო სანტორინიზე დამონტაჟდა სპეციალური სისტემა, რომელიც ელექტროქსელის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

385,7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კუნძულების ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც ტურიზმის გამო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. ახალი ინფრასტრუქტურა დაასრულებს მრავალი კუნძულის ენერგეტიკულ იზოლაციას, შეამცირებს ნავთობზე მომუშავე ელექტროსადგურების გამოყენებას, CO₂-ის ემისიებს და ელექტროენერგიის ხარჯებს მომხმარებლებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *