Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიქართველები საბერძნეთში

ლაზარე გრიგორიადი კვლავ გლდანის ციხეში რჩება – რატომ ფერხდება მისი შეწყალება?

ლაზარე გრიგორიადი კვლავ გლდანის ციხეში რჩება – რატომ ფერხდება მისი შეწყალება?

რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს იწყალებს, თუმცა ის კვლავ გლდანის ციხეში რჩება.

“ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. მე, ჩემ თავთან ერთად, ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ”, –თქვა სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილის საღამოს ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში.

იმ დღეს 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილეს ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორი ბრალდებით – ლაზარე გრიგორიადისმა “მოლოტოვის კოქტეილით” დააზიანა სამართალდამცველები და დაწვა პოლიციის მანქანა.

შეწყალების გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე კვირასაც სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებს შეწყალების აქტის გამოცემას. ამ დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, პატიმარი დაუყოვნებლივ ტოვებს საპატიმროს.

“ჩვენ წინა კვირაში გამოვითხოვეთ ლაზარეს პირადი საქმე, რომელიც ამ დრომდე ჩვენამდე მოსული არ არის და ველოდებით. ამ პირად საქმეში [სხვა დოკუმენტებთან ერთად] უნდა იყოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიც”, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ანგი ხუციშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში.

არც თბილისის საქალაქო სასამართლო და არც პენიტენციური სამსახური არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვას, გააგზავნეს თუ არა მათ მოსამართლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თუ არა – რატომ?

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების განმარტებით, მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად გასულ კვირაში 14 დღის ვადა აიღო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *