Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

მაკის ვორიდისი მასობრივი ლეგალიზაციის წინააღმდეგია

მაკის ვორიდისი მასობრივი ლეგალიზაციის წინააღმდეგია

“მცდარად მიმაჩნია იდეა, რომ ქვეყანაში უკვე არალეგალურად მყოფ ემიგრანტებს ხელი შევუწყოთ ლეგალურად დასაქმებაში, რადგან მუშა ხელი გვჭირდება. ეს აზრი ექვივალენტურია იმისა, რომ ქვეყნის საზღვრები გავხსნათ და ყველა შემოვიპატიჟოთ.” – ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრმა, რომ მასიური ლეგალიზაციის წინააღმდეგია.

მაკის ვორიდისი არ უარყოფს, რომ ქვეყანას სჭირდება მუშა ხელი, რადგან ქვეყანაში არ არსებობს შიდა რესურსი სამუშაო ადგილების შესავსებად. და იქვე დასძინა, რომ სწორედ ამიტომ საბერძნეთს ორმხრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ეგვიპტესთან და ბანგლადეშთან. 

ინტერვიუში საუბრისას ემიგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არალეგალურად შემოსული ემიგრანტების ნაკადმა 30%-ით იკლო გასულ წელთან შედარებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *