Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ლამია: 2,5 თვის ჩვილი დაიღუპა

ლამია: 2,5 თვის ჩვილი დაიღუპა

შაბათს გამთენიისას, ექიმების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ლამიას საავადმყოფოში 2,5 თვის ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

Lamia Report-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამთენიის 06:00 საათზე არასრულწლოვანმა დედამ მისი 2,5 თვის შვილი ლამიას საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში მიიყვანა. ჩვილს ვირუსის სიმპტომები ჰქონდა, მათ შორის დიარეა.

პირველადი სამედიცინო ჩარევის შემდეგ ექიმებმა ჩვილის საავადმყოფოში სამკურნალოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან 1 ივლისს ბავშვი გასტრიტის სიმპტომებით იმყოფებოდა ბავშვთა საავადმყოფოში, შესაბამისად ყოველგვარი რისკის თავიდან ასარიდებლად უმჯობესი იყო ჩვილის საავადმყოფოში დატოვება. 

სანამ ჩვილს პალატაში განათავსებდნენ დედამ გადაწყვიტა შვილისთვის რძე მიეცა, მიუხედავად ექიმების მკაცრი გაფრთხილებისა, რომ არ შეიძლებოდა ბავშვის გამოკვება სანამ არ დაასრულებდნენ გამოკვლევების ჩატარებას.

კვებისას ჩვილმა გონება დაკარგა და მიუხედავად ექიმების თავდაუზოგავი შრომისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *