Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ლარისა: იდუმალი აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის ღია ავტოსადგომზე

უშიშროების სამსახურის ადგილობრივი განყოფილება ცდილობს ამოხსნას  თავსატეხი და იძიებს უცნაური აფეთქების მოტივს, რომელმაც ლარისას ცენტრში, აგიოს კონსტანტინოს ტერიტორიაზე მოსახლეობის მყუდროება დაარღვია.

კერძოდ, ორმა ძლიერმა აფეთქებამ, რომელიც დილის 3:23 საათზე სამსართულიანი კორპუსის ქვეშ, ღია ავტოსადგომზე გაისმა, მაცხოვრებლები შიშისგან საწოლებიდან წამოყარა.  საბედნიეროდ აფეთქებას სერიოზული ზიანი ან მსხვერპლი არ მოჰყოლია, ჩაიმსხვრა მხოლოდ კორპუსის შესასვლელის და იქვე გაჩერებული ავტომანქანების მინები.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა შეაგროვეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და ხელყუმბარა, რომლებიც ექსპერტიზაზე წაიღეს.

მომხდართან დაკავშირებით უცნაური და გაუგებარია ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ იკვეთება კონკრეტული მიზანი ან მიზეზი თუ რატომ მოხდა აფეთქება. როგორც კორპუსის ბინადრები აცხადებენ, არც ერთ მათგანს არავითარი უთანხმოება არ აქვთ არავისთან, რაც გამორიცხავს ვარაუდს, რომ აფეთქება რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ შურისძიების მიზნით იყოს ჩადენილი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *