Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთი

მკვლელობა კოსზე: მკვლელი იტალიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა

კუნძულ კოსზე სასტიკად მოკლული პოლონეთის მოქალაქის, 27 წლის ანასტასიას  მკვლელობის საქმეში ძიების კვალდაკვალ დღითი დღე იზრდება მტკიცებულებების  რაოდენობა, რომელიც 32 წლის ბანგლადეშელის მიერ ჩადენილ დანაშაულს ამყარებს.

პოლიციის მიერ მისი მობილური ტელეფონიდან ამოღებული ახალი მასალები აჩვენებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული  იტალიაში გასაქცევად ემზადებოდა.

უფრო კონკრეტულად, როგორც გამოძიებიდან გაირკვა, ბანგლადეშელმა იტალიაში მყოფ მის თანამემამულეებთან გაცვალა შეტყობინებები, რომლებშიც, როგორც ჩანს, აღიარებს, რომ სწორედ მან მოკლა 27 წლის ანასტასია.

მან თავის „ნაცნობებს“ შეატყობინა, რომ რაღაც საშინელება ჩაიდინა და ემზადებოდა იტალიაში წასასვლელად. შეტყობინებები და კომუნიკაციები განხორციელდა ორშაბათს (18/6) შუაღამის შემდეგ სამშაბათს (19/6) დილის 04:30 საათამდე.

მკვლელმა იტალიის მიმართულებით მარშრუტები და პირდაპირი ფრენის ბილეთი მოიძია. მას  კონტაქტი ჰქონდა იტალიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან და სავარაუდოდ, უშუალოდ დაუკავშირდა მათ.

სამშაბათს, 13 ივნისს, დილით  უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს თუ როგორ მიდის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, იღებს თანხას, იქიდან კი მიემართება ტურისტულ სააგენტოში, სადაც ყიდულობს ბილეთს იტალიის მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ გამგზავრება წინასწარ დაგეგმილი იყო, ამის შესახებ არც მისმა დამსაქმებელმა კომპანიამ და არც მეზობელმა არაფერი იცოდნენ.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ამტკიცებს, არის მისი და ანასტასიას  მობილური ტელეფონები, რომელთა დეტალური ანალიზი და მოპოვებული მონაცემები ადასტურებს, რომ ბანგლადეშელმა ტელეფონში მისი GPS კვალი, რომელიც დეტალურად ასახავდა მისი გადაადგილების მარშრუტს, ტელეფონიდან წაშალა, შემდეგ კი იგივე გააკეთა მისი მსხვერპლის ტელეფონშიც. ფაქტიურად მკვლელის და მისი მსხვერპლის მობილურებზე აღმოჩენილი  გადაადგილების ელექტრონული კვალი გახდა ის ძირითადი მამხილებელი დეტალი, რომელმაც აღნიშნული საქმე გახსნა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *