Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ლარისა: ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში კრიტიკულია

საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ლარისაში მომხდარმა ოჯახური ძალადობის შოკისმომგვრელმა ფაქტმა, როდესაც 40 წლის პოლიციელ ქალს ქმარი სასტიკად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ქალაქის საუნივესტიტეტო კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით,  ინციდენტი ოჯახში გამთენიისას დაიწყო, როდესაც პოლიციელმა ქმარს განქორწინება სთხოვა, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია.

მოძალადემ, რომელიც ლარისაში მდებარე ცნობილი ტავერნის მფლობელია, მისი ლანძღვა დაიწყო, კონტროლი დაკარგა და გააფთრებულმა  დაარტყა ქალს სახის არეში და მუცელში.

მეზობლებმა ქალის ყვირილი გაიგონეს და პოლიცია გამოიძახეს, რის შედეგადაც ქმარი დააკავეს.

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის მძიმე მდგომარეობაშია თავისა და მუცლის არეში მძიმე დაზიანებებით და დარტყმის შედეგად კბილები აქვს ჩამტვრეული.

დაზარალებულს თირკმელების ოპერაცია გაუკეთდება და მომდევნო რამდენიმე საათი მისი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად ითვლება .

ადამიანები, რომლებიც იცნობენ წყვილს, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ, ამბობენ, რომ ეს იყო ურთიერთობა, რომლის დროსაც ოჯახში ძალადობის შემთხვევებს ინტენსიური სახე ჰქონდა.

ამბობენ, რომ ბიზნესმენი წარსულში ცოლზე მუდმივად ძალადობდა და სწორედ ამიტომ ითხოვდა ქალი მასთან  განქორწინებას, თუმცა შემდეგ მათ ერთობლივად გადაწყვიტეს ქორწინებისთვის მეორე შანსი მიეცათ და ბოლო დროს ერთად ცხოვრობენ.

ბიზნესმენი ოჯახში ძალადობისა და სხეულის სახიფათო დაზიანების ბრალდებით დააკავეს, მას ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *