Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით – აცხადებს მეთევზე, რომელმაც დრონი იპოვა

ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით – აცხადებს მეთევზე, რომელმაც დრონი იპოვა

დიმიტრის და პანაიოტის ზოგოსები ლეფკადელი ძმები არიან, რომლებმაც იპოვეს დრონი, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული: “ვასილიკიდან დილის 5 საათზე დავიძარით, 6 საათისთვის გავიარეთ დუკატოს შენობა, ჯერ კიდევ ბნელოდა, ხილვადობა კარგი არ იყო, მაგრამ მაინც შევნიშნეთ აკროტირიოსთან შავი ობიექტი. ვიფიქრე მეთევზე იყო, რომელსაც განათება არ ჰქონდა და ამიტომ არტყამდა წრეებს ახლომდებარე ტერიტორიას. დავინახეთ, მაგრამ ვერ გავიაზრეთ რომ რაიმე მსგავსი შეიძლებოდა ყოფილიყო. განვაგრძეთ გზა პორტო კაციკიდან ბადეები ამოვიღეთ და 2 საათის შემდეგ უკან დავბრუნდით. ისევ აკროტირის მხირად გამოვიარეთ. ადგილზე 2 ბულგარელი მეთევზე დაგვხვდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ ნავზე, რომელიც დილით შევნიშნეთ,  არავინ იმყოფებოდა და უმისამართოდ გადაადგილდებოდა ზღვაში, რაღაც მომენტში კლდეს მიედო ცხვირით, თუმცა ძრავი უწყვეტად მუშაობდა. როცა ვასილიკში წამოვიღეთ ძრავი ისევ მუშაობდა. როცა სანაპირო დაცვამ გადაიბარა მაშინაც მუშაობდა ძრავი, გამორთვა ვერავინ შეძლო. ისე მოგვცეს განკარგულება ვასილიკში გადაყვანის, რომ არავის გავუფრთხილებივარ ასაფეთქებელ მექანიზმთან დაკავშირებით. რომ გვცოდნოდა ასეთი საფრთხის შემცველი იყო ხელს არ მოვკიდებდით.”  – აცხადებენ ძმები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *