Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა

ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა

ოლიმპია კირიკუ 1995 წლის 11 ნოემბერს უკვალოდ გაუჩინარდა, თუმცა მის ძმას არასდროს შეუწყვეტავს მისი ძებნა და 30 წლის შემდეგაც იტოვებს იმედს, რომ მისი და სახლში დაბრუნდება.

ოლიმპიას გაუჩინარების საქმის კიდევ ერთხელ აქტიურად განხილვა 3 კვირის წინ დაიწყო, როცა გადაცემა “ტუნელმა” საქმის ახალ დეტალებსა და მიცემულ ჩვენებებში არსებულ შეუსაბამობებზე ისაუბრა. სატელევიზიო გადაცემის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ ამოწია ზედაპირზე ჩვენებებში არსებული ხარვეზები, რაც უამრავ კითხვას ბადებს.

ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, რომელიც გაუჩინარებული ქალის ნათესავმა,  მისცა  ოლიმპია კუნძულ სანდორინზე მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა გადაცემა ოლიმპიას პარტნიორს დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო კუნძულზე მცხოვრები ქალისა და ოლიმპიას კავშირი.

გადაცემა დაუკავშირდა თავად კუნძულზე მაცხოვრებელ ქალსაც, რომელსაც ასევე ოლიმპია ჰქვია, ფილოლოგია და ტურისტულ სააგენტოში მუშაობს, თუმცა მან თავადაც უარყო გაუჩინარებულ ქალთან კავშირში და განაცხადა, რომ საერთო სახელი და პროფესია უბრალო დამთხვევაა.

მთავარი კითხვა, რომელსაც გადაცემაშიც გაესვა ხაზი, უკავშირდება ნათესავის ჩვენებას, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ოლიმპია კუნძულ სანტორინზე ცხოვრობდა.

ოლიმპიას ძმა, 30 წლიანი ძებნის შემდეგ, ოჯახის ადვოკატის, ანასტასიოს დუგასის დახმარებით ათენის რაიონულ პროკურატურაში ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ ახალ მოთხოვნის შეტანას გეგმავს რათა მოხდეს საქმის სრულად ხელახლა შესწავლა, გამოვლინდეს სიმართლე და დასრულდეს თრილერი, რომელშიც უკვე 30 წელია უწევს ცხოვრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *