Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მატარებლების შეჯახება ტემპში- ახალი დეტალები

28თებერვალს მომხდარი ტრაგიკული ავარიის შესახებ,   რომლის დროსაც ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 57ადამიანი დაიღუპა, გამომძიებელთან ჩვენების მისაცემად წარსდგება სადგურის ორი ოფიცერი.

ლარისას სადგურის შუადღის ცვლის ორმა ოსტატმა აღნიშნულ დღეს, სავარაუდოდ ცვლის დასრულებამდე დატოვეს პოსტი. აღნიშნული ფაქტის გამო მათ ბრალი წარედგინებათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის.

ისინი თავდაპირველად  17მარტს წარსდგნენ გამომძიებლის წინაშე, მაგრამ მოითხოვეს და მიიღეს ვადა, რათა ადვოკატებისათვის გაეცნოთ საქმის მასალები.

შუადღის ცვლის ორი უფროსის გარდა გამომძიებელთან გამოძახებული იქნა ინსპექციის უფროსიც, რომელმაც მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შვებულება მიიღო ისე, რომ არ ჩაუტარებია შესაბამისი დიაგნოსტიკური გამოკვლევები ვოლოსის ცენტრალურ საავადმყოფოში.

ამ ინციდენტში ჩართული ექიმები გაათავისუფლეს სამსახურეობრივი მოვალეობიდან და სადისციპლინო კოლეგიას გადასცეს.

საქმის კრიმინალური გამოძიებიდან 23 დღის შემდეგ ჯერჯერობით  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში  ლარისას სადგურის  59 წლის უფროსი იმყოფება მხოლოდ, რომლის ცვლის დროსაც  მოხდა ტრაგიკული შემთხვევა.

მას 5მარტს, გამომძიებელთან მიცემული ჩვენების შემდეგ შეეფარდა პატიმრობა.

აღნიშნული პიროვნების   ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას.

ბრუტუსის ოქროს მონეტის ისტორია და კავშირი საბერძნეთთან

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *