Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

განგაში ვოლოსში: არასრულწლოვანი გოგონა მომავალი ქმრის ოჯახმა გაიტაცა-დაკავებულია 2 ადამიანი

ვოლოსში თითქმის 24 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს 15 წლის გოგონა, რომელიც მისი მშობლების განცხადებით არგოსში, სახლიდან გაიტაცეს.

მშობლების სახლიდან არასრულწლოვანის გატაცების ფაქტზე პოლიციაში განცხადება ოთხშაბათს შევიდა, რის შემდეგაც  გოგონას ძებნის ოპერაცია მიმდინარეობდა.

მისმა მშობლებმა პოლიციაში საჩივარი შეიტანეს 19 წლის ახალგაზრდის, ასევე მისი 48 და 44 წლის მშობლების წინააღმდეგ, რადგან როგორც აცხადებენ, სწორედ მათ გაიტაცეს გოგონა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ოჯახი ახალგაზრდების დაქორწინებაზე იყო შეთანხმებული, როდესაც  კამათის შემდეგ მათ შორის საქორწინო შეთანხმება „ჩაიშალა“, რის შემდეგაც ბიჭის ოჯახმა 15 წლის არასრულწლოვანი არგოსიდან გაიტაცა.

გოგონა საბოლოოდ იპოვეს ვოლოსში, ნეა იონიის ბოშების დასახლებაში, მის გამტაცებლებთან ერთად, რომლებიც მაგნეზიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *