მენოპაუზის 12 გაუცნობიერებელი ნიშანი. ნაწილი 2
მენოპაუზის 12 გაუცნობიერებელი ნიშანი. ნაწილი 2
10-დან 8 ქალს მენოპაუზის დრო ცხელებები, ხშირი ხასიათის ცვლილებები, ღამით ოფლიანობა და დაღლილობის შეგრძნება ახასიათებს.
მენოპაუზის დროს ჰორმონების დაბალმა დონემ და ორგანიზმში ასაკთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა, უფრო უჩვეულო სიმპტომებიც: კანის სიმშრალით და ქავილით დაწყებული, პირის ღრუში „მეტალის“ გემოს შეგრძნებით დამთავრებული.
- მეხსიერების პრობლემები – მენოპაუზა ზოგჯერ გავლენას ახდენს ენობრივ უნარებზე და მეხსიერებასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებზე. ესტროგენის დონის კლებასთან ერთად შეიძლება გაგიჭირდეთ ახალი ინფორმაციის დამახსოვრება ან კარგად ნაცნობი ნივთების გახსენება, გადაწყვეტილებების მიღება ან პრობლემების გადაჭრა. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი არის უძილობა, რომელიც ხშირად თან ახლავს მენოპაუზას და ართულებს კონცენტრირებას. ამ შემთხვევაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კი საჭიროა ჰორმონოთერაპია და ძილის გრაფიკის კორექტირება.
- პირის სიმშრალე – მენოპაუზის დროს შეიძლება ვიგრძნოთ ტკივილი პირის ღრუს არეში. როდესაც ესტროგენის დონე იკლებს, მთელი სხეული, პირის ღრუს ჩათვლით, უფრო მშრალი ხდება. როდესაც პირი მშრალია, ბაქტერიები შეიძლება გაიზარდოს, რაც იწვევს კბილების გაფუჭებას და ღრძილებიდან სისხლდენას.
- უჩეულო სუნი სხეულზე – ესტროგენების დონის კლებასთან ერთად თავის ტვინის ნაწილი ჰიპოთალამუსი ტყუვდება და ფიქრობს, რომ სხეულის ტემპერატურა ძალიან გაიზარდა. რაც იწვევს ჭარბ ოფლიანობას და სხეულის უსიამოვნო სუნს. ანტიპერსპირანტი (დეოდორანტი), მსუბუქი ტანსაცმელი და ხშირი შხაპი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კარგი გამოსავალია.
- მშრალი, მტვრევადი ფრჩხილები – ზოგჯერ მენოპაუზის დროს ფრჩხილები უფრო მშრალი და მყიფეა. დაბალი ესტროგენის დონე ორგამიზმში, არ აძლევს თქვენს კანს ტენიანობის შენარჩუნების საშუალებას. თუმცა ისევე როგორც თქვენს კანს, თქვენს ფრჩხილებსაც სჭირდება დატენიანობა. დაბალანსებული დიეტა და ბევრი სითხის დალევა დაგეხმარებათ გამომშრალი ფრჩხილებისა და კანის დატენიანებაში.
- თავბრუსხვევები – თავბრუსხვევა და გულის რევის შეგრძნება არის იშვიათი მაგრამ მაინც დამახასიათებელი მენოპაუზის სიმპტომი. .

- ვაგინალური ტკივილი – ვაგინალური სიმშრალე მენოპაუზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. რაც ბევრმა ქალმა არ იცის, არის ის, რომ ვაგინალური ტკივილი შეიძლება იყოს მენოპაუზის შედეგი. ესტროგენის შემცირებამ შეიძლება საშო და ვულვის ქსოვილი გახადოს თხელი და უფრო მგრძნობიარე გაღიზიანებისა და ანთების მიმართ, შეიძლება მოხდეს სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს, რაც თავისთავად ზრდის ინფექციის რისკს. შესაბამისად იზრდება სხვადასხვა დაავადებების რისკიც.
რეკომენდირებულია მიმართოთ ექიმს და შეამოწმოთ:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- ოსტეოპოროზი
- სექსუალური დისფუნქცია (ვაგინალური სიმშრალე და დაბალი ლიბიდო)
- შარდის შეუკავებლობა (მენოპაუზის ცვლილებები საშოში და საშარდე სისტემაში)
- მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქების ერთ-ერთი საშუალება არის ჰორმონოთერაპია, მაგრამ არსებობს დამატებითი ნაბიჯებიც რაც შეიძლება დაგვეხმაროს:
- ვარჯიშები, როგორიცაა იოგა და მსუბუქი აერობიკა.
- სიგარეტისთვის თავის დანებება.
- ძილის ჩვევების გაუმჯობესება
- რელაქსაციის ტექნიკა, როგორიცაა მედიტაცია.
Facebook Comments Box
