36 წლის გოგონა შოკირებულია სომალელი ბანდიტების თავდასხმის გამო
36 წლის გოგონა შოკირებულია სომალელი ბანდიტების თავდასხმის გამო
ექსარხია: ,,პირი გამაღებინა რომ ენახა, მქონდა, თუ არა ოქროს კბილი“
36 წლის გოგონა შოკირებულია სომალელი ბანდიტების თავდასხმის გამო.
ექსარხიაში, საკუთარ ბინაში 36 წლის ქალი გაძარცვეს. იყო გაუპატიურების მცდელობაც.
ძარცვის გარდა, სომალელმა ორმა მოძალადემ ქალის გაუპატიურება სცადა.
ქალი შველას ითხოვდა და განწირული ხმით ყვიროდა, რის შედეგადაც ორივე მამაკაცი შეშინდა და გაიქცა.
როგორც დაზარალებული ქალბატონი ყვება, ვიდრე მძარცველები სახლიდან წავიდოდნენ, ერთერთმა მოძალადემ ქალი აიძულა, რომ პირი გაეღო, რათა ენახა ჰქონდა თუ არა ქალს…ოქროს კბილები!
დამნაშავეებმა დაზარალებულს 1.050 ევრო,ძვირფასი საათი, რამდენიმე ჩანთა და კისდევ სხვა ნივთები წაართვეს, თუმცა პოლიცს დროულად გამოჩენის გამო, იძულებულები გახდნენ, ნაქურდალი ადგილზევე დაეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ.
პოლიციის განყოფილების მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ექსარხიის რაიონული დაცვის თანამშრომლებმა ორი დამნაშავედან ერთერთი დააკავა, თანამზრახველს კი, ამ დრომდე ეძებენ.
2024 წლის 10 მარტს, საღამოს, აგიოს პანტელეიმონის მიმდებარე ტერიტორიაზე, უშიშროების რაიონული განყოფილების პოლიციელებმა 20 წლის უცხოელი მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობისთვის, ხოლო მისი თანამზრახველი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ძებნა.
დაკავებული ამჟამად, პროკურატურაშია გადაიყვანილი“.