Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სპარტა: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი.

სპარტა: კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი.

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალგაზრდა ქალბატონი, ყოფილი ბოდი ბილდერი, რომელსაც არაერთ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული,  მის მეუღლეს ფიზიკური ძალადობისთვის უჩივის.

დაზარალებული ქალბატონი ბრალდებულთან და მათი სამი წლის ბიჭთან ერთად ერთ პატარა სოფელში, სპარტასთან ახლოს ცხოვრობს. აღნიშნული შემთხვევაც სწორედ მათ სახლში, გუშინწინ შუადღეს მოხდა. ყოფილ ბოდი ბილდერს ბრალდებული თავს დაესხა და სასტიკად სცემა.

“სადღაც შუადღის 3:30 იყო, როცა უთანხმოება კამათში გადაგვეზარდა და ჩემი ცემა დაიწყო. იმდენად ძლიერად მირტყამდა რომ სუნთქვა აღარ შემეძლო. ჩემს დახრჩობას ცდილობდა ეხლაც, როგორც სამი კვირის წინ. კეფაში მწვდა და თავი მარტყმევინა იატაკზე. მიყვიროდა და თან პირზე ხელს მაფარებდა რომ ხმა არ გამეღო.” აცხადებს დაზარალებული ქალბატონი. 

ცნობილია, რომ დაზარალებულის საჩივრის შემდეგ სასამართლო მაშინვე გაიმართა სხდომაზე დაზარალებულის გამოცხადების გარეშე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სამი წლის ბიჭის დედა გუშინდელ დღემდე სპარტის გენერალური საავადმყოფოს ქირურგიულ კლინიკაში თავის ტვინის დაზიანებებით  იყო ჰოსპიტალიზებული და ექიმის დასკვნა სასამართლომდე დროულად ვერ მივიდა, სასამართლო გადაიდო 21 მარტისთვის და ბრალდებული შვილთან ერთად სახლში დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა რომ  ბრალდებულს დაზარალებულთან მიახლოვება აეკრძალა აღმკვეთი ღონისძიებების თანახმად, ის მაინც ცდილობს მეუღლესთან დაკონტაქტებას რათა გააუქმებინოს საჩივარი.

სასამართლოს გადადებას ოჯახური ძალადობის მსხვერპლისთვის მხოლოდ უარყოფითი მხარეები აქვს. ის  იძულებულია დაუკავშირდეს მოძალადეს რათა ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *