Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

მესინია: ხანძარი ტაიღეტოსში

მესინია: ხანძარი ტაიღეტოსში

განსაკუთრებით ჩაკეტილ ადგილას, თუმცა დასახლებული უბნებიდან მოშორებით, გაჩნდა ხანძარი სამშაბათს საღამოს არახოვაზე, დიმიოვას მონასტრის მიმდებარედ ზედა ხევში.

მიუხედავად იმისა რომ იმ მომენტში ამის საჭიროება არ იყო, სამაშველო-სახანძრო ძალებისგან მაინც გაიცა განკარგულება დაწყებულიყო არახოვას მოსახლეობის ევაკუაცია.

ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში საჭირო გახდა გაძლიერებული სამაშველო-სახანძრო ძალების ჩარევა, რადგან ცეცხლის ჩაქრობა შეუძლებელი იყო ძლიერი ქარების გამო. სწორედ ამიტომ გვიან ღამიდან ადგილზე 50 მეხანძრე 3 საფეხმავლო ჯგუფით და 13 ავტომობილით მუშაობს. 

ცნობილი გახდა, რომ ხანძარი ამ ტერიტორიაზე პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივები იხსენებენ რომ 2007 წელს ზუსტად იგივე ადგილას გაჩნდა ცეცხლი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *