Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

მე და მამაჩემი 24 წლის განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს – ღიორღოს პერის

მე და მამაჩემი 24 წლის განმავლობაში არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს – ღიორღოს პერის

ღიორღოს პერისმა მშობლების განქორწინებაზე და მამასთან 24 წლის შემდეგ ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრა.

ინტერვიუს დასაწყისში მომღერალმა მძიმე ბავშვობაზე ისაუბრა: “რთული ბავშვობა მქონდა. 5 წლის ასაკში ჩემი მშობლების განქორწინების შედეგად მე და ჩემი ძმა დაგვაშორეს ერთმანეთს. ის მამაჩემთან საცხოვებლად წავიდა, მე დედასთან დავრჩი. მე და ჩემი ძმა ომში დაჭერილი ტყვეებივით ვიყავით ორ მშობელს შორის, რამაც ბევრი მოუშუშებელი ჭრილობა დაგვიტოვა. არცერთი ბავშვი არ უნდა შეეწიროს მშობლების ურთიერთობას.”

“მამაჩემს პირველად 3 წლის წინ დავურეკე და ჩემს კონცერტზე დავპატიჟე. როცა ერთმანეთს შევხვდით საშინელი უხერხულობის გრძნობა დამეუფლა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო. 24 წლის შემდეგ ერთმა საუბარმა მამასთან ბევრ კითხვაზე გამცა პასუხი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *