Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

სიცხის ტალღის ბოლო დღე საბერძნეთში – სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს

სიცხის ტალღის ბოლო დღე საბერძნეთში – სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს

საბერძნეთის ტერიტორიაზე უკვე მე-15-ე დღეა რაც 40-41 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 

სიცხის ტალღა ჩრდილოეთის ქარებთან ერთად კიდევ ერთი დღე დარჩება ატმოსფეროში, ხოლო სამშაბათიდან კი ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებული გვალვის ფეომენის მიუხედავად მაკედონიასა და თრაკიში მოსალოდნელია შტორმი. 

სიცხის ტალღა, რომელიც ჯიუტად არ ტოვებს ატმოსფეროს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის საშიშროებას აჩენს პელოპონისოსა და დასავლეთ საბერძნეთის ტერიტორიაზე.

უფრო კონკრეტულად კი სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მდივნის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით ორშაბათს, 22 ივლისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია შემდეგ რეგიონებში:

  • არკადია, ლაკონია, მესინია
  • ახაია, ილია

xartis_1.jpg.webp

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა სრული მობილიზებისკენ მოუწოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადას, აღნიშნული რეგიონების მოსახლეობასა და სამართალდამცავ ორგანოებს, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და ცეცხლის განეიტრალება.

იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა შენიშნავს ხანძარს აუცილებლად შეატყობინონ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას ნომერზე: 199.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *