Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მე და ჩემი შვილები ვფიქრობდით თავი მოგვეკლა – აცხადებს პოლიციელის მეუღლე, რომელიც შვილებზე სექსუალურად ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული

მე და ჩემი შვილები ვფიქრობდით თავი მოგვეკლა – აცხადებს პოლიციელის მეუღლე, რომელიც შვილებზე სექსუალურად ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული

საკუთარი შვილების მკვლელობასა და შემდეგ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა პოლიციელის ცოლი, რომელიც შვილებზე სექსუალურად ძალადობდა. 

დაკავებულის ცოლის ნათესავმა ტელემაუწყებელ STAR-ს გადასცა 35 წლის დედის სიტყვები: “არ მაინტერესებს დავისჯები თუ არა, უკვე მადლიერი ვარ რომ ის ტანჯვა, რომლის გავლაც მე და ჩემს ქალიშვილებს გვიწევდა დასრულდა. მადლიერი ვარ რომ ეს ადამიანი ციხეშია, იქ არის სადაც მისი ადგილია და დაისჯება ყველაფრისთვის რაც მე და ჩემს შვილებს დაგვიშავა ამ წლების განმავლობაში. არ უნდა შემშინებოდა და აქამდეც უნდა დამეწყო ღიად ამაზე საუბარი.” 

გადაცემაში საუბრისას არასრულწლოვნების დედის ნათესავმა ასევე განაცხადა: “უმწეო მდგომარეობაშ იმყოფებოდა. იმ ზომამდეც კი მივიდა, რომ ფიქრობდა ჯერ შვილები დაეხოცა, შემდეგ კი თავი მოეკლა.”
შემდეგ კი განაგრძო გოგონების დედის განაცხადის გადმოცემა: “რათქმაუნდა მეც უნდა დავისაჯო იმისთვის, რომ მის გაცემულ ბრძანებებს ვასრულებდი, რომ მაიძულებდა მონაწილეობა მიმეღო იმ საშინელებაში, რასაც ჩვენს შვილებს უკეთებდა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *