Latest news
საბერძნეთში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საბერძნეთისთვის შობადობის კლება რომელ მანქანებს აეკრძალებათ გადაადგილება საბერძნეთში სასამართლომ ომონიის პოლიციის განყოფილებაში 19 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის განხილვა დაიწყო  პირეა: სამართალდამცავი ორგანოები 24 წლის გოგონას მე-7 სართულიდან გადმოვარდნის საქმეს იძიებენ სალონიკი: მუნიციპალიტეტის მიერ შეგროვებული ყველაზე უცნარუ ნივთები აღიი ანარღირი: სავალალო პირობებში უწევდა 3 ბავშვს ცხოვრება მშობლებთან ერთად  პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა 24 წლის გოგონას პარტნიორი, რომელიც მე-7 სართულიდან ვარდნის შედეგად გა... ირაკლიო: სკოლაში სასწავლო პროცესი რწყილების გავრცელების გამო შეჩერდა 2 არასრულწლოვანი ელ.სკუტერით ფეხითმოსიარულეს შეეჯახა 
კვირა, მაისი 17, 2026
საბერძნეთი

მიწისძვრა კრიტზე: მინიმუმ 25 ბიძგი ირაკლიოში 5 ბალის შემდეგ

ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკური ინსტიტუტი აცხადებს, რომ წუხელ, საბერძნეთის დროით 21:58 საათზე მისმა სეისმოლოგიურმა ქსელმა კრიტზე ძლიერი, რიხტერის შკალით 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირა, მიწისძვრის ეპიცენტრი  იყო მოირა,რომელიც ირაკლიოს  ჩრდილო-დასავლეთით 7 კილომეტრში მდებარეობს.

ბიძგები ასევე იგრძნობოდა რეთიმნონში და აღმოსავლეთ კრიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრა იყო ძლიერი, თუმცა ბიძგები დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ პირველ ორ საათში  კიდევ დაფიქსირდა დაახლოებით 10 ბიძგი, რომელთაგან სამი დაახლოებით 3 ბალიანი იყო,  ხოლო 03:00 საათისთვის  მიწისქვეშა ბიძგებმა 18-ს მიაღწია, მათ შორის  ყველაზე მძლავრი 4.3 მაგნიტუდის.

გეოდინამიკური ინსტიტუტის ცნობით, ეპიცენტრი მდებარეობდა ირაკლიოში, მოირას სამხრეთ-დასავლეთით 6 კილომეტრში , იმავე ადგილას, სადაც 5.1 რიხტერის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები  მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

დაზიანდა ერთ-ერთი  საცხოვრებელი კორპუსის ბინა, რომლის სახურავის ბეტონის ნაწილი და აივანი ჩამოინგრა.

როგორც ცნობილია, ამ კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს ოჯახი, რომელიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, როგორც ცნობილია, დაშავებულები არ ყოფილა!

ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ სხვა  ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც სეისმოლოგები აღნიშნავენ, წინასწარ ძნელია თქმა, იყო თუ არა ეს მთავარი მიწისძვრა, ბიძგები აუცილებლად იქნება და რეგიონისთვის ეს  საშუალო ზომის მიწისძვრად ითვლება.

თავის მხრივ სეისმოლოგმა გერასიმოს პაპადოპულოსმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში  ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მეცნიერთა მხრიდან ძალიან ფრთხილი  მონიტორინგი და შეფასება და ადგილობრივი ხელისუფლების  მხრიდან  შესაბამისი დაცვითი ღონისძიებების გატარება, რადგან მისი შეფასებით მოსალოდნელია  შემდგომი ბიძგები და სავარაუდოდ იქნება უფრო დიდი სიმძლავრის მიწისძვრები.

ადგილობრივი მაცხოვრებლების აღწერით მიწისძვრა იყო  ძლიერი, თითქოს  “დედამიწა ორად გაიყო”.

ასევე თვითმხილველების თქმით ისმოდა ძლიერი,  უწყვეტი აფეთქებების მსგავსი ხმაური.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შემდეგ მობილურ ტელეფონებზე დაუყოვნებლივ  გაისმა შეტყობინება, რომელიც მოქალაქეებს დამცავი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *