Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ავტომობილს, რომლითაც დედა ორ შვილთან ერთად მგზავრობდა მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა

დედა ორ შვილთან ერთად ათენიდან თესალონიკის მიმართულებით მგზავრობდა, როდესაც მათ ავტომანქანას  სავარაუდოდ მოკლე ჩართვის გამო ცეცხლი გაუჩნდა და რამდენიმე წუთში მთლიანად დაიწვა.

მძღოლმა ძრავიდან კვამლი რომ დაინახა ბავშვები მანქანიდან გადმოიყვანა  და  ტერიტორიას გაერიდა.

მის დასახმარებლად გაჩერდა გამვლელი მძღოლი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას შეეცადა.

„ მანქანიდან ცეცხლმაქრი ავიღე და ახლად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ვცადე,  მაგრამ რამდენიმე წუთში მანქანა ჩემი დიდი ძალისხმევის მიუხედავად ცეცხლმა მოიცვა.

მე გავაჩერე კიდევ ორი ​​მანქანა, რომ მეპოვა დამატებითი ცეცხლმაქრები ხანძრის ჩასაქრობად.

მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფოდ გამოვიძახეთ სახანძრო განყოფილება, ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მისვლამდე მთლიანად დაიწვა და განადგურდა.

სამწუხაროდ, მგზავრების პირადი ნივთების მანქანიდან ამოღება ვერ მოხერხდა.

საბედნიეროდ, ქალიც და მისი ორი შვილიც კარგად არიან”-აცხადებს მძღოლი, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო.

ხანძრის გაჩენის ზუსტი  მიზეზების დასადგენად  საგზაო და სახანძრო დეპარტამენტი  წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *